“საქართველოს ბანკის” მენეჯმენმტში აცხადებენ, რომ ჰოლდინგური კომპანია 3.59 მლნ ახალი აქციის ემისია განახორციელა, რის შედეგადაც მოხდა 114 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდა საქართველოს ბანკის მიერ „პრივატბანკის“ 100%-იანი წილის შესყიდვას.
საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ „პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
“შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელი. „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს.”
ეროვნული ბანკის მონაცენებით, “პრივატბანკი” აქტივების მოცულობით მე–9 ადგილზეა.








