ეკონომიკა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ექსპერტებმა პრეზიდენტს 5 კანდიდატი შესთავაზეს

24 ნოემბერი, 2014 •
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ექსპერტებმა პრეზიდენტს 5 კანდიდატი შესთავაზეს

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს(სებ) საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით.

 

ეროვნული ბანკის საბჭოს ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია 2014 წლის 1 იანვრიდან. ამის შესახებ ქვეყნის პირველ პირს წერილობით აცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. 

 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე. 


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან. სამუშაო პროცესი თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიორგი აბაშიშვილმა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებმა შემოთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომელთა შორის არიან ლევან კალანდაძე, ნიკოლოზ ყაველაშვილი, ემზარ ჯგერენაირა, მერაბ კაკულია, გიორგი ბაქარაძე, დღეს საბოლოოდ იმსჯელეს.


ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი