ამის თაობაზე “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომლის ბანკიც “კონსტანტას” 100%-ს ფლობს.


ხაზარაძე აცხადებს, რომ 2015 წლის იანვრამდე ბრენდი “კონსტანტა”, რომელიც ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის დამფინანსებლის სახით პოზიციონირებს, დარჩება. ბანკის ყველა ვალდებულების გადაბარებას კი იანვრიდან თიბისი დაიწყებს.

 

“თიბისი” ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ “კონსტანტას” რებრედინგი უმტკივნეულოდ მოხდება: 

 

“რებრედინგის პროცესი არ იმომედებს “კონსტანტას” მომხმარებლებზე რეგიონში. ბანკს სავარაუდოდ სახელი შეეცვლება. მის რებრედინგს ინგლისური კომპანია განახორციელებს.”

 

„თიბისი ბანკმა” “კონსტანტას” კაპიტალში შესვლის პროცესი 2011 წლის მაისში დაიწყო და წილი 100%-მდე 2014 წლის ოქტომბერში გაზარდა.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ბოლო ფინანსური ტრანზაქციით მოხდა “კონსტანტას” 7 ფიზიკური პირი აქციონერის გასტუმრება, რომელთა ჯამური წილი კაპიტალში 0.35% იყო. გარიგების ფინანსურ მხარეზე “თიბისი ბანკში” აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენცილურია. 


ადგილობრივ ბაზარზე 21 კომერციული ბანკი ოპერირებს. 

თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *