“წლის პირველ ნახევარში შენელებული იყო ინფრასტრუტურული პროექტების განხორციელება. წლის პირველ ნახევარში, მათ შორის გრანტების მიღება, აჩქარებულია ეს პროცესი. ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. გადასახადების გეგმა არის 102 % –ით შესრულებული” – განაცხადა საქართველოს ფინანთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ოპერატიული ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 504 502.7 ათასი ლარი შეადგინა.
2014 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 5 362 614.4 ათასი ლარი შეადგინა, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (5 307 945.0 ათასი ლარი) 101%-ია, მათ შორის- გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 908 700.0 ათასი ლარი, ფაქტიურად, მიღებული იქნა 5 039 306.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.7%.
გრანტების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 123 715.0 ათასი ლარი, ფაქტიურად, მიღებული იქნა 126 109.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 101.9%-ია.









