ეკონომიკა

საქართველოში 7 თვეში 246 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა

17 ოქტომბერი, 2014 • • 1595
საქართველოში 7 თვეში 246 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები 2014 წევრს აერთიანებს და მათი საერთო კაპიტალი 5 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩის განცახდებით,  ევროკავშირი ამაყობს თავისი კონტრიბუციით იმ საერთო საქმეში, რასაც კოოპერატივების შექმნის წარმატებული პროცესი ქვია:


“სწორედ ძლიერი კოოპერატივებია საქართველოს აგროწარმოების განვითარების გარანტი საქართველოში. ამ სფეროს დიდი ხანი არ ექცეოდა ყურადღება, ახლა კი ევროკავშირის ინიციატივით განახლდა დიალოგი მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სექტორის მოდერნიზებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების მიზნით“. 


ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემამ 52 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო.


ENPARD-ის მიერ გამოყოფილი სახსრების ნაწილი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებასა და ტექნიკურ დახმარებას. ამ მიზნით ევროკავშირი სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდირებასაც ახდენს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით, 4 კონსორციუმს, რომელიც თავის მხრივ 15 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გადაეცა გრანტი, რომელიც მოხმარდება საქართველოს რეგიონებში 160-ზე მეტი კოოპერატივის შექმნასა და გაძლიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი