ეკონომიკა

2013 წელს “საპარტნიორო ფონდის” შემოსავლებმა 979 მლნ ლარი შეადგინა

9 ოქტომბერი, 2014 • • 972
2013 წელს “საპარტნიორო ფონდის” შემოსავლებმა 979 მლნ ლარი შეადგინა

“რაც შეეხება ჯამურ აქტივებს, იგი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. შედეგები შთამბეჭდავია, რამდენადაც ჩვენი საინვესტიციო აქტივობა, ანუ მთლიანი საინვესტიციო მოცულობა იმ პროექტების, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, 2 მლრდ ამერიკულ დოლარამდეა გაზრდილი,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც დღეს ფონდის 2013 წლის ფინანსური ანგარიში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო. 

 

სს “საპარტნიორო ფონდი” საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი