კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თემურ ჭყონიამ “ნეტგაზეთს” განუცხდა, რომ 0,28% გასაყიდად მის მფლობელს გამოაქვს:
“ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ერთი–ერთ ჩვენს თანამშრომელს სესხი ჰქონდა და მის დასაფარად კუთვნილი 0,28%–ის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს არის უმნიშვნელო მოცულობა. მე ვინარჩუნებ კომპანიის საკონტროლო პაკეტს. სხვა მეწილეებიც ინარჩუნებენ საკუთარ პაკეტებს”.
თემურ ჭყონიას განცხადებით, კომპანია ფინანსურად მდგრადია და სხვა ცვლილებები არ იგეგმება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 78,79%-ს თემურ ჭყონია ფლობს, 8,36%-ს – გიორგი ჯავახიშვილი, 7,73%-ს – ვახტანგ ლაღიძე. კომპანიის დარჩენილი 5,8% ათ მფლობელზე ნაწილდება.
კომპანია “კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია” ადგილობრივ ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს.








