ეკონომიკა

ცვლილება ბანკ “რესპუბლიკის” მენეჯმენტში

19 სექტემბერი, 2014 •
ცვლილება ბანკ “რესპუბლიკის” მენეჯმენტში

ის ამ თანამდებობაზე კრისტიან კარმანიოლს შეცვლის, რომელიც ბანკ “რესპუბლიკას” 2010 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

 

ბანკის ინფორმაციით, ანტუან გაბიზონს საბანკო სფეროში მუშაობის ოცდაათი წლის გამოცდილება აქვს. გაბიზონი „სოსიეტე ჟენერალის“ სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანტუან გაბიზონი ხელმძღვანელობდა „სოსიეტე ჟენერალის“ საბანკო ინსტიტუტებს ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, უკრაინასა და რუმინეთში.


რაც შეეხება კრისტიან კარმანიოლს, ის საქმიანობას „სოსიეტე ჟენერალის“ პოლინეზიის ბანკში განაგრძობს. კარმანიოლი ბანკს 2010 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

 

ბანკი „რესპუბლიკა“ 1991 წელს დაარსდა. ის ერთ–ერთი პირველი კერძო ბანკია საქართველოში. 2006 წელს ფრანგულმა საერთაშორისო საფინანსო ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“  ბანკის აქციების 60%-ი შეიძინა. 2009 წელს ჯგუფმა  საკუთარი წილი 80%-მდე გაზარდა. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) 2006 წლიდან ასევე ბანკის აქციონერია.

 

ამჟამად ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბანკ  „რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს ფლობს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) კი – 6.36%-ს.

ბანკი რესპუბლიკა
ბანკი რესპუბლიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი