ბანკის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში, ახალი ფილიალი თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.

 

ამჟამად „ხალიკ ბანკი” 4 ფილიალით არის წარმოდგენილი:3 ფილიალი თბილისშია, 1-  ბათუმში. 

 

 “ხალიკ ბანკი საქართველო” წარმოადგენს სს „ხალიკ ბანკის” (www.halykbank.kz) შვილობილ ბანკს, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე.  

 

“ხალიკ ბანკის” მიერ დამფუძნებელია შვილობილი ბანკები რუსეთში, ყირგიზეთში, საქართველოში. სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები ყაზახეთში. 2006 წელს ბანკის აქციები განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

სს „ხალიკ ბანკის” სტრატეგიის შესაბამისად, 2007 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში შვილობილი ბანკის დაფუძნების შესახებ. 

 

2008 წლის 29 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N62 ბრძანების საფუძველზე ს.ს. ,,ხალიკ ბანკ საქართველოს” მიენიჭა საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია.

 

საქართველოს საბანკო სისტემა 21 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *