ამის შესახენ დღეს, “ქორთარდ მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
“შს სამინისტროსთან ერთობლივად ვგეგმავთ გავამკაცროთ კონტროლი ყურძნის კრეფის და მოსავლის დაბინავების პროცესი ხვანჭკარის რთველის დასრულებამდე. ეს არის აუცილებელი, რომ იყოს დაცული მოსავალი ფალსიფიცირებისაგან. ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესში. ეს არის დაგეგმილი ღონისძიება და გვინდა ყველა ამას გაგებით მოეკიდოს. რადგან ეს არის აუცილებლობა და ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ ამას.”
ოთარ დანელიას განცახდებით 2013 წელს ხვანჭკარის მოსავალმა 970 ტონა შეადგინა. 2014 წელს მოსავლის მოცულობა სავარაუდოდ 1 000 ტონა იქნება.
2013 წელსაც ამბროლაურში, ხვანჭკარას მიკროზონაში რთველი შსს მეთვალყურეობით ჩატარდა.
“ნეტგაზეთთან” საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა გასულ წელს განმარტა, რომ პროცედურულად არსებობს ადგილწარმოშობის ღვინოების კონტროლის წესი:
” სოფლის მეურნეობის სამინიტროს ნორმატიული აქტი, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია მკაცარდ გააკონტროლოს სანედლეულო “ხვანჭკარას” და სხვა ჯიშების ყურძნის სანედლეულო ბაზა. ამავე დროს, ამბროლაურის ადგილობრივმა ხელისუფლება, სწორედ გამგეობამ მოსახლეობის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე სთხოვა შს სამინისტროს, ჩაერთონ ისინი. თუმცა შს სამინისტროს ჩართულობა რთველის განმავლობაში მთავრობის განკარგულებით არის განსაზღვრული. ეს არ ეხება მხოლოდ “ხვანჭკარას”. შს სამინისტრო ჩართულია რთველში წესრიგის დაცვით. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ “ხვანჭკარის” ზონაში ყურძნის მოძრაობას. შსს ჩართულია, რომ დაიცვას წესრიგი. ეს არ არის სიახლე, აქ არაფერი არ შეცვლილა. კახეთშიც ასევე ჩატარდა რთველი შსს-ს მონაწილეობით. “





