ეკონომიკა

თბილისში სონი ცენტრი გაიხსნა

5 სექტემბერი, 2014 • • 2930
თბილისში სონი ცენტრი გაიხსნა

ცენტრის გახსნის ცერემონიას კომპანია სონის წარმომადგენლებთან და საქართველოში იაპონიის ელჩთან ერთად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ. 

 

კომპანია სონის საქართველსა და სომხეთში ბიზნესის განვითარების მენეჯერის პაველ მავლენკოვის განცხადებით, სტრატეგიის თანახმად, როცა კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას ქვეყანაში, ვალდებულია ორი მაღაზია გახსნას: 

 

“საქრთველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით თბილისში ერთი მაღაზია გვექნება. ამ დროისათვის ტექნკის გაყიდვების მაჩვენებლით ბაზრის 15 % გვიკავია. ვიმედოვნებთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაგვეზრდება”. 

 

კომპანია სონი 1946 წელს ტოკიოში ორმა ელექტროინჟინერმა, მასარუ იბუკამ და აკიო მოროტამ გახსნეს. ბოლო მონაცემებით, 2013 წლის 31 მარტის ფინანსური შედეგებით, სონის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა 72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი