ამ დრომდე „სონი ცენტრი” თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში მდებარეობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ტოვებენ და დედაქალაქში მხოლოდ ერთი ოფისი ექნებათ. 


“სონი ცენტრში”, რომელიც ვაჟა–ფშაველას გამზირზე განთავსდება, წარმოდგენილი იქნება ავტორიზებული სამომხმარებლო ელექტრონიკის სრული სპექტრი, დაწყებული  სმარტფონებითა და ლეგენდარული Walkman ფლეერებით, 4K ტელევიზორებითა და სამომხმარებლო აუდიო/ვიდეო სისტემებით დამთავრებული.


ეგახსენებთ, რომ კომპანია Sony  1946 წელს დაარსდა. ქალაქ ტოკიოში ორმა ელექტროინჟინერმა, მასარუ იბუკამ და აკიო მორიტამ გადაწყვიტეს დაეარსებინათ საკუთარი ფირმა. ახალგაზრდა და ამბიციური ინჟინრების მთავარი მიზანი იყო ინოვაციური ტექნოლოგიების ბაზისზე ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდა.


დღეს Sony Corporation სამომხმარებლო და პროფესიული ბაზრების აუდიო, ვიდეო, სათამაშო და კომუნიკაციების სფეროში მოწყობილობების და ინფორმაციული პროდუქტების წამყვანი მწარმოებელია. 31 მარტისთვის, 2013 საფინანსო წლის შედეგებით, Sony-ს ყოველწლიურმა კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა 72.0 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


Sony-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქარველოში 2013 წლის სექტემბრიდან კომპანია IMTC -ია. კომპანიის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ოფიციალური იმპორტის ორგანიზების თვალსაზრისით, ბიზნეს-ოპერაციები ძალიან გამჭვირვალეა, გარდა ამისა, საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადვილია სამუშაო ადგილების შექმნა.


 

Sony Corporation-ის ახალი ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 5 სექტემბერს გაიმართება. 

ცენტრი ვაჟა-ფშაველას გამზ. #36-ში განთავსდება.

Join the Conversation

2 Comments

  1. გამარჯობათ, სონის ტელევიზორი მაქვს და გამიფუჭდა როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ

  2. გამარჯობათ, სონის ტელევიზორი მაქვს და გამიფუჭდა როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ, KD-55XF7596 ეს კოდია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *