ეკონომიკა

წარმოშობის სერტიფიკატის – Eur.1 გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო შემოსავლების სამსახური იქნება

1 სექტემბერი, 2014 • • 1208
წარმოშობის სერტიფიკატის – Eur.1 გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო შემოსავლების სამსახური იქნება
ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით პროდუქციის იმპორტირებისას წარსადგენი წარმოშობის სერტიფიკატის (Eur.1) მისაღებად მეწარმეებმა უნდა მიმართონ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს.


შეგახსენებთ, რომ დღემდე EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატს შემოსავლების სამსახურთან ერთად გასცემდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.

 

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით. შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოსთან დაკავშირებით. 

 

საქართველომ და ევროკავშირმა “ასოცირების დღის წესრიგი” 2014 წლის 26 ივნისს დაამტკიცეს.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) იმპლემენტაციისთვის.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით შემუშავდა და დამტკიცდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლიც გამხორციელება უკვე დაწყებულია. გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრის სამსახური იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი