ეკონომიკა

ივლისში, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარი შეადგინა

26 აგვისტო, 2014 • • 1213
ივლისში, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 50 მლნ ლარი შეადგინა
2014 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა და 18.4 მლრდ ლარი შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.7 პროცენტია.


უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.5 პროცენტი იყო. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76.1 პროცენტი  შეადგინა.

 

2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.


 2014 წლის ივნისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ  54.9 მლნ ლარი შეადგინა.

ფული
ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი