ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ევროსაბჭოს რეკომენდაცია რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდავზე საქართველოს არ შეეხება

25 აგვისტო, 2014 • • 1411
ღარიბაშვილი: ევროსაბჭოს რეკომენდაცია რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდავზე საქართველოს არ შეეხება

„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ბრიუსელის რეკომენდაციით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა რუსეთის ფედერაციაში საკუთარი პროდუქციის ექპორტისაგან თავი უნდა შეიკავონ. 


ამ ინფორმაციას იტარ–ტასი  ავრცელებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს პრესმდივან პიტერ სტანოზე დაყრდნობით. 

 

“მე შემიძლია გავიმეორო ევროკავშირის საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგია, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები” – განაცხადა პიტერ სტანომ. 

 

ბრიუსელის რეკომენდაციას რუსეთში ექსპორტის შეზღუდვის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრებიც გამოეხმაურნენ: 

 

“მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. ოფიციალურად როდესაც ვნახავთ, მთავრობა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმსჯელებენ ამ საკითხზე” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

 

“ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს ძალაინ ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომლებიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს მე ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს ევრ გეტყვით” – განაცხადა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 


რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ საქართველოს ევროკავშირის საბჭოსგან ოფიციალური შეტყობინება არ აქვს, – ამის შესახებ კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმაც გააკეთა.


საქართველო და ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი