საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6480 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1665 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი -4815 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივლისში 3150 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 25 აგვისტოს.
საქსტატის მონაცემებით, 2011 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 879, 2012 წლის იანვარ ივლისში – 5 777, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5662 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

