მოძრაობას სათავეში „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებელი, ნაც. მოძრაობის ხელისუფლების რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული , რეპრესირებული და ბიზნე წართმეული ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ჩაუდგა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა“ იმუშავებს საზოგადოებრივი პრინციპებით. ის იქნება კონსტრუქციული, აპოლიტიკური, შედეგზე ორიენტირებული.
ამასთან დაკავშირებით მოძრაობა სპეციალურ განცახდეაბს ავრცელებს:
“მოძრაობის მისია და მიზანი იქნება: ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულთა და სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების პროცესში ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობებით, ხელისუფლებისთვის შეხსენება. მოძრაობის აქტივობით არ უნდა მიეცეს საშუალება ნაციონალურ მოძრაობას დაზარალებულთა გაერთიანება, ზიანის აღრიცხვა და დათვლა. ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კოორდინაცია და სინერგიის შექმნა. რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას ელის. მათ მხარდამჭერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკური სარჩულის გამოყენებით, ხელი შეუშალონ ჩადენილი უკანონობების გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს.
მონიტორინგი გაუწიოს პროკურატურასა და სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების უკანონო მოქმედებებით დაზარალებულთა და რეპრესირებულთა საქმეებზე მიმდინარე პროცესს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
დაეხმაროს მთავრობას სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის გზების ძიებაში, როგორც კონკრეტული წინადადებების შეთავაზებებით, ისე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტების შეთავაზების გზით. მოახდინოს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების თუ სხვა სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება ჩადენილი დანაშაულებებისა თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესის შესახებ.
მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება მასობრივი საშუალებებით წინა ხელისუფლების მიერ უკანონო მოქმედებებით რეპრესირებულთა და დაზარალებულთა საქმეების მიმდინარეობის შესახებ. უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესში.”
