ეკონომიკა

ბანკების მიერ დაკრედიტების 31.1% ვაჭრობის სფეროზე მოდის

29 ივლისი, 2014 • • 3301
ბანკების მიერ დაკრედიტების 31.1% ვაჭრობის სფეროზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 171.0 მლნ ლარით (4.0 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 115.2 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა.


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით ანუ 129.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 4.3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.7 პროცენტით ანუ 71.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

 

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 31.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის (1.7 მლრდ ლარი).

ხოფის ბაზრობა
ხოფის ბაზრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი