ეკონომიკა

“დელტა” მარკეტინგულ აქტივობას 30 ქვეყანაში აწარმოებს

26 ივლისი, 2014 • • 4190
“დელტა” მარკეტინგულ აქტივობას 30 ქვეყანაში აწარმოებს

ეს განცხადება “რუსთავი 2” –ის გადაცემა “ბიზნესკურიერში” საწარმოს  წარმომადგენელმა ოთარ ჩიტეშვილმა გააკეთა. 

 

“ორ ტენდერში წარმატებით გადავლახეთ ტენიკური შეფასების ეტაპი. რაც ნიშნავს, რომ დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები აღემატება ტენიკური პარამეტრებით, საერთაშოორისო ცნობილი კომპანიების პროდუტებს. ისეთი როგორიც არის “რენო”, “ივეკო”, რუსული წარმოების “ტიგრი”.უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა, რაც “დელტას” კვლევით–სამეცნიერო ცენტრს გააჩნია, საერთაშორისო კლიენტებისთვის, ეს არის კლიენტზე მორგების შესაძლებლობა. კლიენტზე მორგება და ნებისმიერი პროექტის შექმნა და შემდეგ მასიურ წარმოებაში ამის გადატა ეს არის უდიდესი პლიუსი და უპირატესობა რაც ჩვენ გაგვაჩნია.”  

 

“დიდგორის” ფასი 240 ათასი აშშ დოლრია. “დელტა” 30 ქვეყანაში აწარმოებს მარკეტინგულ აქტივობას, წლის ბოლომდე ამ ციფრის გაზრდას 53–მდე გეგმავს.  

დიდგორი
დიდგორი

მასალების გადაბეჭდვის წესი