სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 2014 წლის 15 მაისს გადაუგზავნა. 


სახელმწიფო აუდიტის დასკვნამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი ხარვეზი ბიუჯეტის დაგეგმვის და ფინანსების გადანაწილების კუთხით განათლების, კულტურის, თავდაცვის და იუცტიციის სამინისტროებში არსებობს.


საქართველოს პარლამენტს ჯერ აუდიტის დასკვნა არ განუხილავს და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი ანგარიშით არც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გამოსულა. 

 

აუდიტის დასკვნის თანახმად, 2013 წლის ბიუჯეტის გადახრა საგადასახადო–შემოსავლების გეგმიდან 634 მლნ ლარია. გეგმა გაირღვა (დღგ) დამატებითი ღირებულების, მოგების და საშემოსავლო გადასახადის კუთხით.

 

 სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტში 2013 წელს განხორციელდა 115 ხარჯთაღრიცხვის ცვლილება. რომელთა შორისაც 39 დასაბუთებული არ არის. აუდიტის ანალიზის შედეგად, სამინისტროში, ჯამურად, პროგრამებს შორის გადანაწილებამ 31 369 600 ლარი შეადგინა, რაც  დამტკიცებული ბიუჯეტის 4,7%–ია.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტში. აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა ბიუჯეტში 316 თანამშრომლით და 4,628.900 ლარის სახელფასო ფონდით არის განსაზღვრული. წლის განმავლობაში ვაკანსიების რაოდენობა 168 (53%) – საშტატო ერთეულს  შეადგენს. აღნიშნული თანხა მთლიანად თანამშრომლების პრემიებზე აისახა.

 

ანალოგიური ხარვეზებია თავდაცვის სამინისტროში, აქაც შრომის ანაზღაურების დაგეგმვა ხდება სრული საშტატო განრიგით, როცა წლების მანძილზე რიგი შტატები ვაკანტურია. მაგალითად, გეგმიური 43 475 კაცისა თავდაცვის სისტემაში მუსაობდა 33 189 კაცი, გეგმის 76,3%.

 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, წლის ბოლოს აუთვისებელი სახსრები 275 ათასი ლარი მიემართა მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მუხლში.   

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესყიდვების მუხლში. კულტურისა და ძეგლთა დავცის სამინიტრომ 2013 წელს შესყიდვების გეგმის ჯამური ღირებულება 2 028 900 ათასი ლარიდან 5 139 200 ლარამდე გაზარდა (153%). განხორციელდა 65 ცვლილება. 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *