“ციფრები და სტატისტიკა უტყუარია. 6 თვის შედეგებით, გვაქვს საგადასახადო–შემოსავლების გეგმის 250 მილიონი ლარით გადაჭარბება. ჩვენ ამ თანხების მობილიზებამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ პროექტი “დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება” განგვეხორციელებინა. იმ ადამინებმა, რომელთაც 6 000-მდე ლარი მიიღეს შემოსავალი, დაუბეგრავი მინიმუმი დაუბრუნდათ უკან. მათი რაოდენობა 2014 წლის 1 აპრილიდან დღემდე შეადგენს 400 ათასზე მეტს, რომელთაც ერთიანობაში 125 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხათ”.
ირაკლი გვარამაძის განცხადებით, ეს პროექტი გრძელდება: “ამ ეტაპისთვის ასეთი ნაკადი აღარ არის და მოთხოვნამ დაიწია. ვინც კანონმდებლობის დაცვით შეავსო განაცხადი, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ყველას დაუბრუნდება.”
მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით 2013 წელს (მიუხედავად იმისა, კერძო კომპანიაში იყო დასაქმებული, თუ საჯარო სამსახურში) დარიცხული ჰქონდა წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6000 ლარი (ანუ ხელზე წლის განმავლობაში აღებული აქვს მაქსიმუმ 4800 ლარი), მას სახელმწიფომ უკან დაუბრუნა 360 ლარი.
