ეკონომიკა

ლონდონის ბირჟაზე თიბისი ბანკის წარდგენას ღარიბაშვილი დაესწრება

10 ივნისი, 2014 •
ლონდონის ბირჟაზე თიბისი ბანკის წარდგენას ღარიბაშვილი დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტით უკვე გაემგზავრა. ასვე გაერთნებულ სამეფოში გაემგზვრა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც 11–13 ივნისს სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.  


“თიბისი ბანკმა” განაცხადა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გატანის შესახებ. ეს იქნება პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO), რომელზეც თითო გლობალური სადეპოზიტო ხელწერილის (GDR) შეთავაზების ფასი განსაზღვრა. 

 

“ბანკის მიერ დაგეგმილი IPO ყველაზე მსხვილი იქნება ქართულ კომპანიებს შორის”– აცხადებენ “თიბისი ბანკში”. 

 

თითო ხელწერილის, რომელიც ერთი აქციის ექვივალენტია, შეთავაზების ფასი $13 იქნება. შეთავაზების საერთო მოცულობა კი შეადგენს $238.7 მლნ-ს, მეტი შეთავაზების არგაკეთების შემთხვევაში(და $262.6 მლნ-ს, თუ ზედმეტი შეთავაზება გაკეთდა).

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხდება „თიბისის“ 18 363 636 გლობალური სადეპოზიტო ხელწერილის შეთავაზება, საიდანაც 7 692 308 ხელწერილი წარმოადგენს ბანკის მიერ ემიტირებულ ახალ აქციებს, ხოლო 10 671 328 – არსებული აქციონერების საკუთრებას. 

 

შეთავაზების ფასის გათვალისწინებით, IPO-ს შემდეგ „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაციის ფასი $640 მლნ-მდე გაიზრდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი