ეკონომიკა

ავტოდილერები გაკოტრების საფრთხის წინაშე

30 მაისი, 2014 •
ავტოდილერები გაკოტრების საფრთხის წინაშე

კოალიციის ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ ავტოდილერების გაკოტრების რისკი რელურია: 


“მთავრობამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია გაანალიზოს არსებული მდგომარეობა, რაც მეტწილად გეოპოლიტიკური პრობლემებიდან არის გამოწვეული. უნდა დაეხმაროს ქართველ ავტოდილერებს შედარებით მარტივად გადალახონ კრიზისი და გარდამავალი პერიოდი. ავტოდილერებს საქართველოში ავტომობილების შემოყვანიდან აქვთ 45-დღიანი ვადა განბაჟების გარეშე ყავდეთ ავტომობილი, რა ვადაშიც უნდა მოახერხონ გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უწევთ დამატებითი გადასახადების და საურავების გადახდა. სასურველია ეს ვადა მთვარობამ წლის ბოლომდე გადაწიოს.”

 
ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ ბაზარზე კრიზისის დაძლევის მიზნით მთავრობამ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს:
 
 
“მივმართავთ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, გაითვალისწინონ ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა და კრიზისიდან გამოსასვლელად მიმართონ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს, აზერბაიჯანს, გაითვალისწინოს ჩვენი კრიზისული მდგომარეობა და აღნიშნული რეგულაციები საქართველოს შემთხვევაში გადაავადონ წლის ბოლომდე. ამით საშუალებას მივცემთ საქართველოს ავტოინდუსტრიის სისტემაში დასაქმებულ 20 ათას ადამიანს მარტივად გადალახონ კრიზისული მდგომარეობა. წლის ბოლომდე მოხდება დღეს უკვე იმპორტირებული ავტომობილების ექსპორტი და 2015 წლიდან ავტოდილერები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები შეხვდებიან. ამის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს ყაზაღეთის შემთხვევაში, როცა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკების საფუძველზე მოხდა გონივრული ვადით საბაჟო სისტემის ამოქმედების გადავადება”.
 
 
 
 
რუსთავის ავტობაზრობაზე მოვაჭრე ავტოდილერი დავით წივწივაძე ამბობს, რომ მის ბიზნესს პრობლემა 2014 წლის 1 აპრილიდან შეექმნა: 
 

“2014 წლის  1 აპრილიდან აზერბაიჯანმა დააწესა შეზღუდვები საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებზე. მხოლოდ 2005 წელს ზემოთ წარმოებული ავტომობლებისთვის არის შესაძლებელი ექსპორტი აზერბაიჯანში, რის შემდეგაც მანქნების გაყიდვას ვერ ვახერხებთ. აზერბაიჯანი იყო ჩვენი ძირითაადი პარტნიორი. ხარჯები ყოველდღე გვეზრდება. გადავიხადეთ განბაჟების ფული. თან ამას ემატება ბაზრობაზე დგომის ხარჯი, რაც ერთი ავტომობილისთვის თვეში 200 ლარია. 20 მანქანა მყავს ჩამოყვანილი და ვერ ვყიდი. იქნებ მთავრობა დაგვეხმაროს და აზერბაიჯანთან მოლაპარაკება დაიწყოს. წინასწარ მოსალოდნელი რეგულაციის შესახებ არავინ არ გაგვაფრთხილა.”

 
ავტოდილერი თეიმურაზ ცაბურაშვილი ამბობს, რომ მალე შესაძლოა მისი ბიზნესისთვის სომხეთის ბაზარიც ჩიკეტოს: 


“მალე საქართველოსთვის კიდევ ერთი ექსპორტიორი ქვეყანა, სომხეთი წევრიანდება ევრაზიულ კავშირში. ამაზე იყო ლაპარაკი 2015 წლისთვის, თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს  ინფორმაცია,  29 აპრილს სომხეთმა ხელი მოაწერა პროცესის დაჩქარების დოკუმანტს, რის შემდეგაც შეიძლება სომხეთი უფრო ადრე გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი. რის შემდეგაც ყაზახეთის ანალოგიურად სომხეთშიც ამოქმედდება ევრაზიული კავშირის საბაჟო სისტემა და სომხეთის ბაზარიც ხელმიუწვდომელი გახდება ჩვენთვის”.

 
“ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოსთვის მთავარი ბაზარი ყაზახეთი იყო, შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი და სომხეთი. მა შემდეგ, რაც ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და ახალი საბაჟო  დაბეგვრის სისტემა დაინერგა, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების განბაჟების ღირებულება თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. მაგალითად, თუ მანამდე ძრავის ერთი კუბური სანტიმენტრი 50-70 ცენტამდე ღირდა, ეხლა ფასი 4 დოლარს აღემატება. რის შემდეგაც საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი სრულად შეწყდა, სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კლება ზოგადად ავტომობილების რეექსპორტის რაოდენობამ  საქართველოში” – ამბობს კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივისათვის ხელმძღავნელი ვასილ ურუშაძე. 


რუსთავის ავტობაზრობის დილერები აცხადებენ, რომ თუ აზერბაიჯანმა საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვების ამოქმედების ვადა არ გადასწია, ეს ბიზნესი გაკოტრდება:


“ბაზარზე მხოლოდ მსხვილი ავტოდილერები დარჩებიან. მე პირადად 100 ათასი ლარის სესხი მაქვს ბანკიდან აღებული და თუ შემოყვანილი ავტომანქანები არ გავყიდე, უძრავ ქონებას დავკარგავ” –ამბობს ავტოდილერი კახა კობაძე.  

 
საქსტატის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების იმპორტი შემცირდა. ავტომობილების იმპორტი 14%-ით არის შემცირებული. ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 200 მლნ აშშ დოლარი და იმპორტის 8% შეადგინა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი