ბიზნესის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის გამართული დიალოგი კონფიდენციალური იყო. ირაკლი ღარიბაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ მედიას შეხვედრა დაატოვებინეს იმ მოტივით, რომ პრემიერს ბიზნესთან გულწრფელი საუბარი სურდა.
ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესთნ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა:
“ბიზნესთან ვისაუბრე მთვრობის პრიორიტეტებზე. კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ბიზნესი რომ გათავისუფლდა წნეხისგან, ეს ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ჩემი სურვილია, რომ გაძლიერდეს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ეს კომუნიკაციის არხი გვაქვს ბიზნესთან ურთიერთობისას აწყობილი. კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფომ განავითაროს ეკონომიკა და მოხდეს მისი აღმასვლა. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მთავრობა არ ქმნის სამუშაო ადგილებს, ამაზე მინდა განვმარტო, რომ მთავრობა პირადად ვერ შექმის სამუშაო ადგილებს, ეს უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა. მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რომ იყოს თავისუფალი ბიზნესგარემო, იყოს ბიზნესი დაცული და საკუთრების ხელშეუხებლობა. ბიზნესი უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოს მშენებლობაში.”
პრემიერმინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქება არ იგეგმება:”გადასახადებზე არ იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს მოქნილი საგადასახადი სისტემა და, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება. “
საგადასახადო ომბუდსმენის, გიორგი გვახარიას განცხადებით, მას ბიზნესთან კონტაქტი 24 საათის განმავლობაში აქვს:”ეს არის ჩვენი პირდაპირი ფუნქცია, 24-საათიან რეჟიმში ურთიერთობა გვქონდეს ბიზნესთან. ბიზნესის თვისუფლება გამოიხატება იმაში, რომ პოლიტიკური წნეხი დღეს ბიზნესზე, როგორც ფაქტი არ არსებობს. რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის? თავისუფლებისა და დაცულობის შეგრძნება, კონკურენტული გარემო და პროგნოზირებადი კანონმდებლობა. შესაბამისად, დაცულობის და პოლიტიკური ზეწოლის პრობლემა არ გაგვაჩნია. კონკურენტული გარემოს შესახებ მივიღეთ კანონი. ამ კანონის ამუშავებაზე ბევრი ვისაუბრეთ. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, ამაზეც ბევრი შეკითხვები იყო დასმული ბიზნესის მხრიდან. არის გარკვეული წინსვლა, და საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესთან დაკავშირებით ბევრად უფრო ნაკლებია. რამდენიმე ინვესტორმა დასვა შეკითხვა, რომ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები საქართველოში, მაგრამ ხომ არ არის მოსალოდნელი საინვესტიციო პირობების ან კანონმდებლობის შეცვლა? პრემიერმა ცალსახად უპასუხა, რომ არა.”
პრემიერთან შეხვედრაზე კომპანია “ბარამბოს” და “ნატახტარის” მფლობელი ცეზარ ჩოჩელი მივიდა, რომელიც 2014 წლის თებერვალში გამართულ მსგავსი ფორმატის შეხვედრზე არ მიიწვიეს. ჩოჩელმა განაცხადა, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საგადასახადო ომბუდმენთან. შეხვედრაზე კითხვის დასმა ვერ შეძლო, თუმცა ბიზნესმა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო:
“რა თქმა უნდა, ყველა ვერ მოასწრებდა იმ შეკითხვის დასმას, რაც სურდა. ამ შემთხვევაში ჩვენც ვერ მოვასწარით, მაგრამ ბევრი ის გზავნილმა, რომელიც მოდიოდა ბატონი პრემიერ–მინისტრისგან, თითქმის დააკმაყოფილა ყველა ის კითხვა, რომელიც ყველა მეწარმეს გააჩნდა. აქ ძირითადად საუბარი შეეხებოდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ბიზნესის დაცულობის ხარისხს. ასე რომ, ჩვენმა კოლეგებმა დააყენეს ყველა ის საკითხი, რაც ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, საზოგადოებისთვის საინტერესო იყო და მივიღეთ ამომწურავი პასუხი. მთვარია დავინახეთ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ადგილობრივი წარმოების განვითარებით.”
ცეზარ ჩოჩელის განცახდებით, მისი ბიზნესი ხელისუფლებისაგან დისტანცირებულია:
“კონკრეტული ურთიერთობები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ არ გვქონია, მაგრამ ფაქტია ის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულები ვიყავით. წელიწადნახევრის განმავლობაში მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას და რაღაცა დოზით ხელისუფლებაც გაერკვა იმ პრობლემებში, რაც ჩვენს გარშემო არსებობდა. ვფიქრობ, ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რომ აქ წარმოდგენილნი ვიყავით.”
ჩოჩელის განცხადებით, საგადასახადო ყადაღა დარჩენილია კომპანია “ბარამბოზე”:”სხვა წარმოებას მოეხსნა. იმედი მაქვს, “ბარმბოსაც” მოეხსნება ყადაღა. მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად “ბარამბოს” პროექტი ელოდება ამ პროცედურას, რის შემდეგაც დაიწყება ახალი პროექტის განხორციელება. რაც შეეხება “ბერტას”, ეს კომპანია ბანკმა ვალში წაიღო.”
ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, პრემიერისა და ბიზნესის შეხვედრაზე შემჭიდროვებული ფორმატის გამო ბევრი საკითხი ღიად დარჩა:
“პრემიერ–მინისტრმა მჭიდროდ დააფიქსირა, რომ კომუნიკაციის არხი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის იქნება საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი გვახარია. ზოგადად ასეთი კომუნიკაციის არსებობა ხელისუფლებასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ის პრობლემები და საკითხები, რაც ბიზნესს აწუხებს და აქვს, მკაფიოდ დაფიქსრდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრა შეზღუდული იყო დროში, ბევრმა თემატიკამ წამოიწია, რაც არსებობს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს შორის. ამიტომაც შევეცადეთ დაგვეფიქსირებინა საკითხები, რომელიც დღეს მწვავედ დგას ბიზნესის წინაშე და პრემიერისგან მოვისმინეთ გადაჭრის გზები სხვადასხვა საკითხზე. მთავარია ის, თუ ამ შეხვედრის შემდეგ როგორ იმუშვებს ბიზნესი და ხელისუფლება.”
ანალოგიური ფორმატის შეხვედრა ბიზნესსა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის 2014 წლის თებერვალში შედგა.
ბიზნესთან ღია დიალოგის პრაქტიკა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დანერგა. ის ბიზნესელიტას 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვდა. თუმცა მაშინ ეს შეხვედრა მედიისთვის ღია იყო.