ეკონომიკა

აშშ-ის მთავრობამ General Motors-ი 35 მილიონი დოლარით დააჯარიმა

18 მაისი, 2014 •
აშშ-ის მთავრობამ General Motors-ი 35 მილიონი დოლარით დააჯარიმა

Chevrolet Cobalt–სა და სხვა მოდელებში დაქოქვის სისტემის არაეფექტურობა საავარიო ბალიშების გახსნას უშლიდა ხელს, რასაც აშშ–ის ტერიტორიაზე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, კომპანიას ავტომობილების გაუმართაობის შესახებ ანგარიში არ წარუდგენია. აშშ–ის ტრანსპორტის დეპარტამენტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი მაგალითი იქნება სხვა ავტომწარმოებლებისთვის, ავტომობილების გაუმართაობის შემთხვევაში დროულად წარადგინონ ანგარიში.

საავტომობილო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან აცილების მიზნით უკვე მიმდინარეობს მუშაობა. General Motors–მა უკვე გამოითხოვა 2,5 მილიონი ავტომობილი, ეს პროცესი კომპანიას მილიონობით დოლარი დაუჯდება.

Reuters-ის ცნობით, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი