ეკონომიკა

შტეფან ფულე: მოლდოვა და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს

14 მაისი, 2014 • • 916
შტეფან ფულე: მოლდოვა და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს

შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

 

EBRD-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, რომელიც ცალკე შეეხო საქართველოსა და მოლდოვას ევროინტერგაციის პერსპექტივას. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვასა და საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს ღრმა ტრანსფორმაციის პროცესი. ორივე ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). ორივე ქვეყნისთვის დაგეგმილია საინვესტიციო კონფერენციები კერძო სექტორის სტიმულირებისთვის და არსებული ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება სამივე პარტნიორი ქვეყნის მიმართ (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) AA/DCFTA-სთან დაკავშირებით არის ისეთი მტკიცე, როგორც არასდროს. მიმდინარე და მომდევნო კვირაში დაგეგმილია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში, რათა მოხდეს ჩვენი სამომავლო გეგმების დასახვა,” – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.


EBRD-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა ვარშავაში ორდღიანია და 15 მაისს დასრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი