ეკონომიკა

ხადური:არსებობს პროტოკოლი, რომ სტუმარს უნდა გაუმასპინძლდე

23 აპრილი, 2014 • • 2077
ხადური:არსებობს პროტოკოლი, რომ სტუმარს უნდა გაუმასპინძლდე

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამე: სტუმარ–მასპინძლის ქვეყანაა საქართევლო. ასეც რომ არ იყოს, არსებობს პროტოკოლი,  უამრავი წესი. ეს ადამინები არ არიან ფინანსთა მინისტრის პირადი სტუმრები, არამედ ქვეყნის სტუმრები და ქვეყანაზე უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება. რომ ჩავლენ, ვიღაცას მოუყვნენ. რაც უფრო მეტი ფორუმი ჩატარდება საქარველოში, ჩვენი ქვეყანის ავტორიტეტისათვის და მისი ცნობადობის ზრდისათვის არის ძალიან კარგი” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

საქართველოს ფინანსთა სამნისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 23-25 აპრილს დაგეგმილი ფორუმის და ოფიციალური მიღების მენიუ გუშინ გაასაჯაროვა.   


სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ოფიციალური მიღების მენიუს გასაჯაროების მიზეზი მიზანმიმართული კამპანია გახდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების კრიტიკა გრძელდება:

 

“ეს მენიუ იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რიმ დაინტერესებულმა მხარეებმა, ვინც ფიქრობს, რომ დიდი თანხა იხარჯება, მენიუში ცვლილება შეიტანოს. თუ უმრავლესობა იტყვის, რომ სტუმრებს მარტო ჩაი დაალევინეთო, ასე მოვიქცევით.”  


მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში იმართება აზიის განვითარების ბანკის (ADB) სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი.

 

ფორუმში მონაწილეობს 120 წარმომადგენელი 35 ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობა პირველადაა ჩვენს ქვეყანაში. ფორუმის მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი