ეკონომიკა

ჯავახიშვილი: “ქართუ ბანკის” მყიდველი ტრანზაქციის დასრულებისას გახდება ცნობილი

14 აპრილი, 2014 •
ჯავახიშვილი: “ქართუ ბანკის” მყიდველი ტრანზაქციის დასრულებისას გახდება ცნობილი

“მქონდა საუბარი და ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე მითითება, რომ ბანკის გაყიდვის საკითხი განხილვადია. ხუთშაბათს შევხვდი ბიძინას და ვკითხე, ბანკის გაყოდვას ხომ არ ფიქრობ. მან მითხრა, არაფერს არ ვფიქრობ, მაგრამ თუ იქნება ასეთი წინადადება მზად ვარ განვიხილო. იქმნება საინვესტიციო ფონდები და ბანკი. “ქართუ ბანკმა”, პერსპექტივაში, როგორც საინვესტიციო ბანკმა დაკარგა ივანიშვილისთვის აქტუალურობა. სიმართლე გითხრათ, არანაირი სიკეთე და მოგება 1 კაპიკი არ მიუღია ამ ბანკიდან. აქედან, ჩნდება კითხვა, რად უნდოდა მას ეს ბანკი? ამიტომ ბანკის გაყიდვაში ალოგიკურს ვერ ვხედავ ვერაფერს”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდარ ჯავხიშვილმა. 

 

“ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კონკრეტული შემოთავაზება ბანკის გაყიდვაზე არ გვაქვს:”თუ ბანკი გაიყიდა ცნობილი მას შემდეგ გახდება როცა ფინანსური გარიგება დასრულედება. თუ ეს დროზე ადრე გახმაურდა ეს ბანკს და იმ ფინანსურ ინსტიტუტს რომელსაც “ქართუს” ყიდვას სურს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. საბანკო სექტორი საკმაოდ სენსიტიურია” – განაცხადა ჯავახიშვილმა.  


სს “ბანკი ქართუ” დაარსდა 1996 წელს. რომლის 100% ფლობს სს “ქართუ ჯგუფი”, ხოლო ბენეფიციარი მფლობელია უტა ივანიშვილი(100%) ბანკი საქმიანობდა კორპორატიულ სეგმენტზე, თუმცა ფართო სპექტრის საოპერაციო მომსახურებას შეზღუდვის გარეშე უწევდა ყველა ფიზიკურ პირს.”

 

2012 წელს ბანკმა შეიცვალა სტრატეგია და გავიდა საცალო ბაზარზე. 2013 წლიდან ბანკი ისევ კორპორატიულ სეგმენტს დაუბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი