იტალიიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ღონისძებაზე წარმოდგენილი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე უნდა შემოვიდეს. დეგუსტაციაზე მიწვეული იყვნენ სუპერმარკეტების, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, რათა იტალიური პროდუქციის შეძენით დაინტერესდნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური მარკის ღვინოები და აპერატივი, ასევე, იტალიური პასტა, ძეხვეული და ხორცის პროდუქტები, ზეთის, ყველის, ფქვილის, ბრინჯის, ტომატ-პასტის, პომიდვრის, ბარდისა და ლობიოს კონსერვი. პრეზენტაციაზე მისულმა სტუმრებმა იტალიური პიცა და ტკბილეული დააგემოვნეს.




