ეკონომიკა

რატომ დახურა “ელიტ ელექტრონიქსმა” ორი ფილიალი

30 იანვარი, 2014 •
რატომ დახურა “ელიტ ელექტრონიქსმა” ორი ფილიალი

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, “ელიტ ელექტრონიქსს” ფინანსური პრობლემები არ აქვს და ფილიალების დახურვის მიზეზი ახალი კონცეფცია გახდა: 

“აღმაშენებლის გამზირზე და თბილისი ცენტრალში მდებარე ფილიალები დავხურეთ. ახალი კონცეფციის თანახმად, თბილისი ცენტრალში უფრო დიდი ფილიალი გავხსენით. რაც შეეხება ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ფილიალს, მაღაზია მისამართს იცვლის და საბურთალოს “გუდვილის” მახლობლად, ქავთარაძის და ყაზბეგის ქუჩის კვეთაზე განთავსდება.”

 

როგორც კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, “ელიტ ელექტრონიქსი” ფილიალების ქსელის გაფართოებას რეგიონებში გეგმავს. 

 

 ,,ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეოტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

 

თბილისში კომპანია 7 მაღაზიას ფლობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი