მან ლაშა პაპაშვილი შეცვალა, რომელიც “რესპუბლიკას” სამეთვალყურეო საბჭოს 10 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
ბანკ “რესპუბლიკას” მარკეტინგის და პიარის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ლაშა პაპაშვილომა თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, რათა მეტი დრო და ენერგია დაუთმოს საკუთარ ბიზნესს უძრავი ქონების სფეროში, სადაც იგი აქტიურადაა ჩართული. საბანკო ინდუსტრიაში თხუთმეტწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენი ბანკ „რესპუბლიკას“ 1998 წლიდან, სამეთვალყურეო საბჭოს კი 2004 წლიდან ედგა სათავეში.
მარტინ ზაიმოვი ცნობილი ბულგარელი ფინანსისტია. იგი იყო ბულგარეთის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცეპრეზიდენტი. ამჟამად ბულგარეთის „სოსიეტე ჟენერალ ექსპრესბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტს და რისკებისა და ანაზღაურების კომისიას ხელმძღვანელობს.
არტინ ზაიმოვს დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტი გლობალური ფინანსური კრიზისისა და რეფორმების განხრით. მას ასევე მინიჭებული აქვს სტენფორდის ბიზნესის ფაკულტეტისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის აკადემიური ხარისხები.
ბანკი „რესპუბლიკა“ 1991 წელს დაარსდა. იგი ერთ–ერთი პირველი კერძო ბანკია საქართველოში. 2006 წელს ფრანგულმა საერთაშორისო საფინანსო ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ბანკის აქციების 60%-ი შეიძინა. 2009 წელს ჯგუფმა საკუთარი წილი 80%-მდე გაზარდა. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) 2006 წლიდან ასევე ბანკის აქციონერია.
ამჟამად ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ბანკ „რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს ფლობს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) კი – 6.36%-ს.







