ეკონომიკა

ხადური: 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია პარლამენტშია

28 იანვარი, 2014 •
ხადური: 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია პარლამენტშია

ნოდარ ხადურის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ფინანსთა სამინისტრო კანონის სრული დაცვით წარადგენს.

 

„ოპერატიული ინფორმაცია უკვე პარლამენტშია. რაც შეეხება იმას, თუ როდის იქნება ანგარიშის მოსმენა, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. დოკუმენტი სრულად უნდა გადაეგზავნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ალბათ, მეორე კვარტლის ბოლოს პარლამენტში განხილვები დაიწყება. ამას სერიოზული განსჯა და ანალიზი სჭირდება. ბიუჯეტი მხოლოდ ციფრები არ არის და ის ძალიან ბევრ რამეს ასახავს, მათ შორის სოციალურ პრობლემებს” – განაცხადა ხადურმა. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ  2013 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა და მას დაახლოებით 700–900 მლნ. ლარი დააკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი