ეკონომიკა

დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 59,85 პროცენტს შეადგენს

27 იანვარი, 2014 •
დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 59,85 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 359.2 მლნ ლარით ანუ 3.9 პროცენტით მეტია 2013 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.


დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 218.0 მლნ ლარით (5.1 პროცენტით) და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 141.2 მლნ ლარით (2.8 პროცენტით).


დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 59.85 პროცენტი შეადგინა – 0.35 პროცენტული პუნქტით მეტი გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით.


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  5.4 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.4 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი