ფრაქცია “ქართული ოცნება–თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ სპეციალურ ბრიფინზე მიმართვა გაავრცელა:
“მივმართავთ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელ სევდია უგრეხელიძეს, შექმნილი ვითარების სწორ პოლიტიკურ რეჟიმში გადასვლის მიზნით, დღესვე, 17 საათზე მობრძანდეს საკრებულოში, საფინანასო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებულ თემებზე სამსჯელოდ” – განაცხადა ზუმბაძემ.
საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” თავმჯდომარე კოკი იონათამაშვილის თქმით, მას ახსოვს მერის მოვალობეის შემსრულებლის განცხადება, რომ საკრებულო არ ენდობა მერიას და ჩვენც არ ვენდობით საკრებულოს:”მინდა შეგახსენოთ, რომ საკრებულოს აქვს მონიტორინგის უფლება მერიის. შესაძლოა იყოს მკვეთრი დაპირისპირება სხვადასხვა გუნდებს შორის, ეს ხშირად ხდება და გასაგებია, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ თბილისელებმა მიიღონ ნორმალური ბიუჯეტი.”
დღეს დილით სევდია უგრეხელიძემ გაავრცელა განცხადება და საბიუჯეტო კრიზისზე პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს დააკისრა.
თბილისის ბიუჯეტი 2013 წლის 30 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე ჩავარდა. ხელმეორედ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 2014 წლის 20 იანვარს შევიდა. თბილისის ბიუჯეტი 785 მლნ ლარია.







