საქსტატი აქვეყნებს ცხრილს, სადაც წარმოდგენლილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურეობის ჯგუფების ფასის პროცენტული ცვლილება და შესაბამისი ცვლილება ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2013 წლის დეკემბერში, ამავე წლის ნოემბრის თვესთან შედარებით.
საქსტატის განცხადების თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
“აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8%–ით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა დეკემბრის თვის ინფლაციაში 1.49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა განპირობებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 31,7%–იანი მატებით, ფასები გაიზარდა ასევე, რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე(1.7%–ით). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (–3.5%–ით)”.– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების თანახმად, ზემოთ აღნიშულ პერიოდში ფასების 0.9 %–იანი მატება დაფიქსირდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფზე, რაც დეკემბრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ხოლო ჯგუფში მყარ საწვავზე ფასები 12.8%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, ფასები 0.9%–ით შმცირდა ჯანმრთელობის დაცვაზე, ხოლო ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში –0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა ფარმაცევტულ ნაწარმზე, (–1.9%) და სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე (–2.3%).
რაც შეეხება 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობის შედარებას 2012 წლის ამავე თვესთან მიმართებაში, საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.
უწყების განცხადებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფზე და ტრანსპორტის ჯგუფზე:
“სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 5.7%–ით გაიზარდა, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე 1.75 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (4,40%), ფასები გაიზარდა რძი, ყველსი და კვერცხის ქვეჯგუფზე (3%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (–7.3%), ზეთსა და ცხიმზე (–4%)”.
საქსტატის ინფორმაციით, 8.1%–ით ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც დეკემბრის წლიურ ინდექსზე 0.43 პროცენტიანი წვლილით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე 13.6 %–ით. რაც შეეხება, ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი საქონლის მომსახურეობაზე, აქ ფასები 1.7%–ით შემცირდა, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში –0.22 პროცენტული პუნქტით შეიტანა წვლილი. აღნიშნულ ჯგუფში ფასები სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე –7.4%–ით შემცირდა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე –1.9%–ით შემცირდა.