ეკონომიკა

როვგან აბდულაევი: საწვავი საბაზრო ღირებულებაზე მეტად ვერ გაიაფდება

24 დეკემბერი, 2013 •
როვგან აბდულაევი: საწვავი საბაზრო ღირებულებაზე მეტად ვერ გაიაფდება

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა განუცხადა:

 

“ერთი წელია ნავთობზე ფასი იზრდება და ტრენდი მაღალია. საწვავი აზერბაიჯანშიც გაძვირდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა მანათი მდგრადია. ლარი კი აშშ დოლართან მიმართებაში ირყევა და იცვლება ტრენდი. ამან განაპირობა საქართველოს ბაზარზე სოკარის მიერ საწვავის უმნიშვნელოდ გაძვირება. ჩვენ ვცდილობთ, ფასი არ გავზარდოთ, მაგრამ საწვავი საბაზრო ღირებულებაზე მეტად ვერ გაიაფდება.” 

 

 

ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის შეფასებით, საწვავის გაძვირება ორი მიზეზით მოხდა: “მიზეზები არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ასევე მიზეზია ის, რომ ლარი, ასე ვთქვათ, გაუფასურდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ბენზინის ფასის მატება” 

 

 

გასულ კვირას საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი 4–8 თეთრით გაძვირდა. SOCAR-ის ქსელში რეგულარის მარკის ბენზინი 2,07 ლარი ღირს, ევრორეგულარი – 2,10 თეთრი, პრემიუმის მარკის ბენზინი 2.22 ლარი ღირს. სუპერი – 2,27 ლარი, დიზელ ენერჯი 2,07 ლარი ღირს, ევროდიზელი 2,22 -ლარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი