ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, „სოკარის“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა განუცხადა:
ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის შეფასებით, საწვავის გაძვირება ორი მიზეზით მოხდა: “მიზეზები არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ასევე მიზეზია ის, რომ ლარი, ასე ვთქვათ, გაუფასურდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ბენზინის ფასის მატება”
გასულ კვირას საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი 4–8 თეთრით გაძვირდა. SOCAR-ის ქსელში რეგულარის მარკის ბენზინი 2,07 ლარი ღირს, ევრორეგულარი – 2,10 თეთრი, პრემიუმის მარკის ბენზინი 2.22 ლარი ღირს. სუპერი – 2,27 ლარი, დიზელ ენერჯი 2,07 ლარი ღირს, ევროდიზელი 2,22 -ლარი.
