“ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ ეს ასე დაიჯეროს, რომ ეს პროცესები – ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება და გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარება უარს ათქმევინებს ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულებაზე, “ნეტარ არიან”. ახლა დავბრუნდი პოლონეთიდან და ბრიუსელში გამალებული ტემპებით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის საკითხზე. დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ მოხდება ხელმოწერა 2014 წლის სექტემბერში. თუ ვინმე ლამობს ამას, რომ ეს ასე არ მოხდეს, შემიძლია კოვზი ნაცარში ჩავუგდო. ეს აუცილებლად მოხდება”– განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესსამყარო საქართველოში სერიოზულ ინტერესს გამოხატავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან მიმართებაში:
“ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომუნიკაცის სტრატეგია 2014–2017 წლებისთვის. რომელიც გულისხმობს თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან ამ ინფორმაციის ზედმიწევნით კარგად მიტანას. ბიზნეს–თანამეგობრობას სურს ჩერთოს ამ თემების პოპულარიზაციაში და ახსნაში, თუ რას წარმოადგენს თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რას წარმოადგენს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისი ვალდებულებებით და უპირატესობებით.”