ეკონომიკა

ხადური: ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები კომპენსაციას არ მიიღებენ

3 დეკემბერი, 2013 •
ხადური: ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები კომპენსაციას არ მიიღებენ

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „პირველის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წინა ხელისუფლების დროს ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენებისთვის კომპენსაციების გაცემას არ ითვალისწინებს. აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიღებულა და მუშაობა გრძელდება“.

 

ხადურის განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად დეტალური ანალიზის განხორციელებაა საჭირო: 

 

“ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ზოგადად, რაზეა საუბარი, ან ზოგადად, სად არის ეს ჩამორთმეული ქონება. ყველაფერს დეტალური გაანალიზება სჭირდება. ამიტომ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წინა ხელისუფლების დროს ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენებისთვის კომპენსაციების გაცემას ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს. ზეპირი განაცხადებების გაკეთება ადვილია, მაგრამ  მის უკან კონკრეტული ქმედები უნდა იყოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი