უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.2 პროცენტი მოდიოდა.
უცხოეთიდან ფულად გზავნილებში რუსეთი (73,3 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საბერძნეთი (17,4 მლნ დოლარი), მესამე ადგილზეა იტალია (9,3 მლნ აშშ დოლარი), მეოთხეზე- აშშ (6,5 მლნ აშშ დოლარი), მეხუთეზე- უკრაინა (3,9 მლნ დოლარი).
საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით 5 კომპანია ლიდერობს: პირველ ადგილზეა “ზოლოტაია კორონა”, შემდეგ- “ვესტერნ იუნიონი”, “უნისტრიმი”, “ინტელ ექსპრესი” და “კონტაქტი”.
2013 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.9 მლნ აშშ დოლარი (24.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.2 მლნ აშშ დოლარისა (18.6 მლნ ლარი), რომელიც ქვეყნიდან გასული წლის ოქტომბერში გადაიგზავნა.