ეკონომიკა

საქართველო ქსელური მზაობის ინდექსში 23 პოზიციით დაწინაურდა

15 ნოემბერი, 2013 •
საქართველო ქსელური მზაობის ინდექსში 23 პოზიციით დაწინაურდა

The Networked Readiness Index (ქსელური მზაობის ინდექსი) არის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ხარისხს ასახავს. აღნიშნული რეიტინგი 2002 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყოველწლიურად ქვეყნდება. 

 

ინტერნეტის მოხმარება
ინტერნეტის მოხმარება

ქსელური მზაობის ინდექსი სამ მთავარ ჯგუფში გაერთიანებული 53 პარამეტრის თანახმად გამოითვლება:


1.საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარებისთვის სათანადო პირობების არსებობა – ICT – ის თვალსაზრისით საქმიანი და ნორმატიულ-სამართლებრივი გარემოს საერთო მდგომარეობა, ჯანსაღი კონკურენციის არსებობა, ინოვაციური პოტენციალი, აუცილებელი ინფრატრუქტურა, ახალი პროექტების ფინანსირების შესაძლებლობა, რეგულირების ასპექტები და სხვ.

 

 

2.მოქალაქეების, საქმიანი წრეებისა და სახელმწიფო ორგანოების მზაობა ICT-ის გამოყენების მიმართულებით – სახელმწიფოებრივი პოზიცია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, ამ სფეროში სახელმწიფო ხარჯები, ბიზნესისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ქსელის ხელმისაწვდომობა და შეღწევადობის ხარისხი, მობილური კავშირის ღირებულება და სხვ.

 

 

3.ICT-ის გამოყენების ხარისხი საზოგადოებრივ, კომერციულ და სახელმწიფო სექტორებში  – პერსონალური კომპიუტერების, ინტერნეტ და მობილური კავშირგამბულობის აბონენტების რაოდენობა, სახელმწიფო ორგანიზაციებში მოქმედი ინტერნეტ-რესურსების არსებობა, აგრეთვე ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარება და წარმოება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი