ბიზნესის სიადვილის დასადგენად იზომება, რამდენად მარტივია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ბიზნესის დაწყება. ანგარიშში ასახულია, ოფიციალური სტრუქტურების რამდენი მოთხოვნაა შესასრულებელი და რა დრო ჭირდება პროცედურების შესრულებას. მსოფლიო ბანკი ასევე ითვალისწინებს მინიმუმი კაპიტალის რაოდენობის მოთხოვნას, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭიროა.
ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთ საფეხურიის გავლაა საჭირო (ონლაინ რეგისტრაცია) ბიზნესის დასაწყებად, აღნიშნულ პროცედურებს მხოლოდ ერთი დღე ჭირდება. ამისთვის 129 დოლარი უნდა გადაიხადოთ და მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ქვეყნას არ აქვს.
ათეულში მოხვდა საქართველოც, ქვეყანა მე–7 ადგილზეა. მისი მონაცემი 2012 წელთან შედარებით არ შეცვლილა.
საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ორი საფეხურის შესრულებაა საჭირო, რომელსაც 2 დღე სჭირდება. პროცედურის ღირებულება 100 დან 200 ლარამდე მერყეობს.
საქართველოს კერძო საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივის კუთხით პირველ ადგილზეა, ხოლო კრედიტების აღების სიმარტივის თვალსაზრისით მე–4 ადგილზე მოხვდა. 2012 წელთან შედარებით გაუარესდა ინვესტორთა დაცულობის მონაცემი, თუ 2012 წელს საქართველო მე–17 ადგილზე იყო აღნიშნული საზომით, ახლა მე–19 ადგილზეა. რაც შეეხება ბიზნესის კეთების სიმარტივეს, 2013 წლიც მონაცემით საქართველო 9 ადგილზეა, 2012 წელს კი ეს მონაცემი მე–12 ადგილი იყო.
რეიტინგის შესადგენად სულ 185 ქვეყნის ეკონომიკა გაზომეს.
ქვეყნების ათეული, სადაც ბიზნესის დაწყება იოლია ასე გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. ავსტრალია
3. კანადა
4. სინგაპური
5. მაკედონია
6. ჰონ კონგი
7. საქართველო
8. რუანდა
9. ბელარუსი
10. ირლანდია
მსოფლიო ბანკის ანგარიში “Doing Bussiness 2013” 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.




