ეკონომიკა

სუპერმარკეტებში მხოლოდ მარკირებული კვერცხი გაიყიდება

10 ივნისი, 2013 •
სუპერმარკეტებში მხოლოდ მარკირებული კვერცხი გაიყიდება

კვერცხის მარკირების წესი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18  მაისის #90 დადგენილებით  („ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“), განისაზღვრა.


დადგენილების თანახმად, მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განკუთვნილ კვერცხზე (ცალობით ერთეულზე) უნდა აღინიშნოს წარმოშობის ქვეყანა ქართულ ენაზე და კვერცხის დადების თარიღი, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა ვადის დაცვით და რომელი ქვეყნიდან ხდება მისთვის აღნიშნული სასურსათო პროდუქტის მიწოდება.

კვერცხი
კვერცხი

 

კვერცხის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დამცავი სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტით 0-100 C-ის პირობებში, ხოლო კვერცხის პროდუქტების (მელანჟი, ცილა)  ტრანსპორტირება – გაყინული (-6 C). კვერცხის სარეალიზაციო ვადა, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

 

იმპორტირებულ და ადგილობრივი კვერცხის მარკირებას მეფრინველეობის ასოციაცია ითხოვდა. ადგილობრივი მეფრინველეობის ფაბრიკების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ სხვა შემთხვევაში იმპორტირებულ კვერცხს კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და დაიხურებოდნენ.

 

მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ  ქსელში გასატან კვერცხზე უკვე განახორციელეს მარკირება: „ეს ვალდებულბა ქართულ ბრენდებსაც აქვს. ადგილობრივ კვერცხს უნდა ეწეროს  მწარმოებელი ქვეყანა საქართველო, კომპანია და დადების თარიღი.“

 

ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცახდებით, ამ საკითხის გადაწყვეტაში პრემიერ–მინისტრიც მონაწილეობდა.

 

მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანლის ინფორმაციით, მთავრობის 90–ე დადგეილებამ ქვეყანაში კვერცხის იმპორტის წესიც დაარეგულირა:

 

„ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შემოწმების გარეშე მხოლოდ იმ კომოანიებს ჰქონდათ, ვინც აისო 9001-ს ფლობდა. ეს რეგულაცია გაუქმდა, დღეს სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორი უნდა წაიყვანო და უნდა მოხდეს საწარმოს ინსპექტირება და რეგიონის ინსპექტირება, რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქტი. საკმაოოდ კარგი და წინგადადგმული ნაბიჯია მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.“       


სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ვერიკო გულუა ამბობს, რომ 11 ივნისიდან  მარკირების გარეშე კვერცხი აღარ გაიყიდება:  

 

„მთავრობის 90-ე დადგენილებით იცვლება ნებართვის წესი, ეს შეეხება ვეტერინარულ და მცენარეულ პროდუქციას, რომელიც ექვემდებარება ფიტოსანიტარულ კონტროლს. დღის წესრიგში დადგა კვერცხის მარკირების საკითხი. როგორც იმპორტულის, ასევე ადგილობრივის შემთხვევაში თთოეული კვერცხის ცალობაზე და არა შეფუთვაზე უნდა დაეწეროს მწარმოებელი ქვყანა, კომპანია და დადების თარიღი. ვარგისიანობის ვადაც განისზღვრა – სხვადასხვა ტემპეარტურულ რეჟიმში კვერცხის შენახვა მოხდება მაქსიმუმ ერთი თვე.“    

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი