ხადური “საბაში” 2013 წლის 27 თებერვალს მომხდარი ხანძროს შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების 10 კაციან ჯგუფს შეხვდა. ხმაურიანი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა და შედეგის გარეშე დასრულდა.
ნატო ქვათელაძე, რომელსაც “საბაში” ხანძრის სედეგად მაღაზია დაეწვა, იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ფინანსთა მინისტრთან დახურულ შეხვედრას ესწრებოდა:
“ჩვენთვის სასიკეთოდ არაფერი არ გადაწყდა. ჩვენ გვინდოდა კონკრეტული პასუხი მიგვეღო, ვართ თუ არა დაზარალებულები? ამაზე მინისტრის პასუხი იყო: ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. დაზარალებულებს სჭირდება თუ არა დახმერება? სანამ არ გცნობთ დაზარალებულად, სანამ არ დაითვლება ზარალი დახმარებას ვერ მიიღებთო. ჩვენ ვუთხარით, თუკი დავდებთ აუდიტის დასკვნებს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოგვიყობთ თანხებს, რომ ზარალი აგვინაზღაუროთ? ამაზეც არ არის არანაირი პასუხი. ხადურმა გვითხრა, რომ სარეზერვი ფონდი არსებობს, მაგრამ არ არის თანხები, რომ დაგეხმაროთო.”
ნატო ქვეთელიძის თქმით, მინისტრი დაპირდათ, რომ 10 დღეში საინისიატივო ჯგუფიდან 2–3 ადამინს შევხვდები და გადაწყვეტილებას გავაცნობო.
“საბას” მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის ზარალი დათვლილია და 1,2 მილიონ ლარს შეადგენს. მათი თქმით, შეიქმნა სპეცილური კომისია, რომელის მუშაობაშიც შემოსავლების სამსახურის ორი წარმომადგენელო მონაწილეობდა, თუმცა მათ დასკვნას ხელი არ მოაწერეს და შესაბამისად დოკუმენტის მომზადება ვერ მოხერხდა. მოვაჭრეებს პრობლემას უქმნინ ბანკები. მათ მიერ აღებულ სესხს საუარევბი ემატება.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ის “საბას” მოვაჭრეებს რამდენჯერმე შეხვდა:”ეს არ იყო პირველი შეხვედრა დაზარალებულებთან. ეს არის სამართლებრივი თემა. მათ შორის ღიაა საკითხი ზარალის დადგენის. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს დახმარებას იმ შესაძლებლობების ფარგლებში რასაც კანონმდებლობა იძლევა. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი მათი მხრიდან და ვეცდებით რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.”
“საბას” მოვაჭრეთა უფლებების დაცვას არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა” ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ფინანსთა მინისტრის და მოვაჭრეების შეხვედრაზე არ დაუშვეს. ნოდარ ხადურის განცხადებით, არავის არ სჭირდება შუამავალი ფინანსთა სამინისტროში ვიზიტისას:”ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. დაზარალებულებთან უფრო მნიშვნელოვანია იმ თემებზე საუბარი, ვიდრე სხვა პირებთან, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები აქვთ. ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესის პოლიტიზაცია არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმსთვის, რომ არ იყოს პროცესი პოლიტიზირებული.”
არასამთავრობო ორგანიზაცია, “კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენლების განცახდებით, ისინი შეხვედრაძე არ დაუშვეს:„ამ ადამინებს აქვთ კონკრეტული პრობლემა და ჩვენ ვაპირებდით მათ ადვოკატირებას. ის საკითხები რაც უნდა დაგვეყენებინა მინისტრთან ამის საშუალება არ მოგვცეს. მოვაჭრეებს მიადგათ ზარალი, მათ არ აქვთ შემოსავალი და სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე. ჩვენ გვრჩება ერთი გზა, რომ ამ ადამინებთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია და მივახვედროთ ხელისუფლება, რომ ამ ქვეყანაში მთავარია ადამიანი. ხელისუფლება ცდილობს პრობლემებზე თვალის დახუჭვას და თუ ასე გააგრძელა, ისე დაამთავრებს, როგორც ეს “ნაცმოძრაობას” დაემართა.“
“საბას” მოვაჭრეების განცახდებით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ და დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით სასმართლოში სარჩელსაც შეიტანენ.
“საბაში” ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა. ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელის პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე.