ეკონომიკა

40 მილიონი ევრო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისთვის

27 მაისი, 2013 • 1181
40 მილიონი ევრო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისთვის

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) – ასე ჰქვია 40 მილიონიან, სამწლიან პროგრამას, რომელიც ვროკავშირმა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით შეიმუშავა და რომლის განხორციელებაც 2013 წლიდან დაიწყო.

 

40 მილიონიდან 18 მილიონი ევრო – საბიუჯეტო დახმარების სახით გადაეცემა საქართველოს მთავრობას; 15 მილიონი ევრო გაიცემა გრანტების სახით მცირე ფერმერულ ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაციების შესაქმნელად; ხოლო 3 მილიონი ევრო – ეს იქნება ევროკავშირის თანამონაწილეობა აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად, UNDP-თან ერთობლივი მენეჯმენტის გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი