ეკონომიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი საკომისიო განაკვეთი ამოქმედდა

27 მაისი, 2013 • • 1209
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი საკომისიო განაკვეთი ამოქმედდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი განაკვეთი 27 მაისიდან ამოქმედდება.

 

ფული
ფული

ახალი რეგულაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უწესდება ზედა მაქსიმალური 2 პროცენტიანი ზღვარი, რომელიც შეუძლია მოსთხოვოს კლიენტს  სესხის წინმსწრებად დაფარვის ან სხვა ბანკში გადატანის შემთხვევაში.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძის შეფასებით, საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ახალი რეგულაციები გაამწვავებს  კონკურენციას:„ ეს საბოლოო ჯამში გარკვეულ სარგებელს მისცემს ბაზარს და მომხმარებლებს. რაც თავის მხრივ დადებითი მომენტია. არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულმა ორგანიზაციებმა მარკეტინგული აქციებიც დაგეგმონ“.  

 

საქართველოს არასაბანკო ბაზარზე 63 მიკროსაფინასო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება. კანონმდებლობითაა განსაზღვრული ერთ კლიენტზე გასაცემი სესხების და სხვა იურიდიული პირების კაპიტალში მათი მონაწილეობის ჯამური ოდენობა, ასევე დადგენილია მინიმალური  კაპიტალის მოცულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი