ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველზე ბიზნესკომპანიები მხოლოდ ძირითად ვალს გადაიხდიან და ჯარიმა –საურავების გადახდისაგან გათავისუფლდებიან.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“კომპანიებთან შეთანხმება მიღწეულია, მაფრამ ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ერთ–ერთი კომპანიის  საგადასახადო დავალიანება 23 ლარი იყო, ხოლო დარიცხული სანქცია საურავები- გაცილებით მეტი. ეს კომპანია მხოლოდ ვალს დაფარავს”– აცხადებს ნოდარ ხადური.

 

მისი თქმით, იმ 24 კომპანიის სია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა მათთან ხელშეკრულება გაფორმდება.     

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *