“ეს არის კომპლექსური საკითხი, მთავრობის წევრები უნდა შეიკრიბონ და განიხილონ ეს თემა. ჯერ მთავრობის სხდომა არ გამართულა. მინისტრების შეკრება 1 მარტს იგეგმება და სხდომაზე “საბაში” დაზარალებული მეწარმეების საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება,”– აცხდებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში არ იციან, დაუწესდებათ თუ არა საგადასახადო შეღავათები “საბაში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დზრალებულ მეწარმეებს.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ხატია მოისწრაფიშვილი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური გმოძიების დასკვნას ელოდება:
“უნდა გაირკვეს, რა მოხდა “საბაში” და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია, მაგრამ როცა მეწარმეს უზიანდება სალარო აპარატი, მან საქმიანობა უნდა შეაჩეროს.”
დაზარალებულ მეწარმეებს არც შემოსვლების სამსახურის წარმომადგენლები შეხვედრიან.
“საბაში” ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა. ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელის პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ საღამოს შეხვდა. უგულავამ მდგომარეობის შესწავლა გლდანი-ნაძლადევის გამგებელს, ნოდარ სანდუხაძეს დაავალა.
ნოდარ სანდუხაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის შექმნილია დაზრალებული მოვაჭრეების 10 -კაციანი საინიციატივი ჯგუფი, რომელთანაც გამგეობის წრმომადგენლები თანამშრომლობენ:
“ზარალი ამ დროისთვის არ არის დათვლილი. პირველ რიგში, მეწარმეებს საგადასახადო კუთხით არ უნდა შეექმნათ პრობლემები. დაიწვა სალარო აპარატები და საგადასახადო დოკუმენტაცია. ადგილობრივმა ადმინისტრციამ მოგვცა ცნობა დაზარალებული მეწარმეების შესახებ. ვინ იყვნენ და რა ფართი ეკავათ. ახლა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან ერთად ჩვენ ვუმზადებთ ცნობებს, რომ მათ დოკუმენტაცია და სალარო აპარატები ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ. ხვალ დილით საგადასახადო სამსახურში წარადგენენ ამ ცნობას, რათა სანქციები არ გავრცელდეს საკასო აპარატების დაზიანების გამო. მათ 1 აპრილამდე მოგების გადასახდის გადახდა უწევთ და აუცილებლად სჭირდებთ საგადასახადო შეღავათები.”
კონკრეტულდ რა დახმარებას გაუწევს მერია და გამგეობა მოვაჭრეებს, ნოდარ სანდუხაძე ვერ აკონკრეტებს:
“როცა მოხდება ზუსტი აღრიცხვა, რამდენი მეწარმეა დაზარალებული და ვის რა თანხის ზარალი მიადგა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად მერია როგორ დაეხმარება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები რა ტიპის დახმრებას გაუწევენ.”
ავეჯით მივაჭრე ქეთევან ბახტაძეს ხანძარმა პროდუქცია სულ გაუნადგურა:
“60 ათასი დოლარის საქონელი გამინადგურდა. სესხი მაქვს აღებული და ბინა იპოთეკაში ჩადებული. როგორ გადავიხდი ბანკის ვალს, არ ვიცი.”
“საბაში” ავეჯით მოვაჭრეების ძირითადი პრობლემა ბანკის კრედიტია, რომლის დაფარვაც მიყენებული ზარალის შემდეგ რთულია:
“მოვაჭრეებიდან თითქმის ყველას ბანკის კრედიტი აქვს, ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებში მათ დავეხმაროთ,” – ამბობს “საბას” მფლობელი პაატა კაჭარავა.
“საბას” მფლობელი პაატა კაჭარავა დღეს იმ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სესხი ხანძრისაგან დაზარალებულ მეწარმეებს აქვს აღებული:
“შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ “საქართველოს ბანკის” და “პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლები. მათ გავესაუბრე, ბანკები ელოდებიან ინფორმაციას მეწარმეების ზარალის შესახებ. თითოეულ კლიენტთან დაკავშირებით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ”.
დაუწესებს თუ არა შემოსვლების სამსხური ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს საგადასახდო შეღვათებს?
,ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაითის” დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული:
“საგადასახადო კოდექსი და კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებს არ არეგულირებს. ეს არის კერძო ბიზნესი და ზარალს მხოლოდ სადაზღვევო კომპანია ანაზღურებს, თუ ქონება დაზღვეულია. რაც შეეხება კომპენსაციას და შეღავთებს, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.”