“ძალიან განსხვავებული იყო ჩვენი დღევენდელი და პირველი შეხვედრა. პრიველი შეხვედრა იყო ემოციური, დღევანდელი – ხარისხობრივად განსხვავებული, ემოციებს ჭარბობდა საქმიანი შეკითხვები. ძალიან მიზანმიმართული იყო შეკითხვები და პასუხებიც იყო ადეკვატური. აღარ მოხდება ბიზნესის გადანაწილება. მოკლედ, დროში ეს კარგად გააცნობიერეს ბიზნესმენებმა. ჩანდა, რომ ბიზნესმა ხელისუფლების იდელოგიის დაიჯერა. უკვე იგრძნობოდა დიდი ნდობა, თუმცა კითხვები კიდევ არსებობს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.


მისივე განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აუციელებელია იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს საშუალება, მოკლე დროში ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაცია პრობლემების შეახებ.


“გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლიც ბიზნესმენების შეკითხვებს დაახარისხებს და უახლეს დროში მოვახერხებთ ახლო თანამშროლობას.”


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს, 19 თებერვალს ბიზნესმენებს შეხვდა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *