ეკონომიკა

ივანიშვილმა ბიზნესომბუდსმენი წარადგინა

19 თებერვალი, 2013 •
ივანიშვილმა ბიზნესომბუდსმენი  წარადგინა

ივანიშვილის თქმით, ბიზნესომბუდსმენის მთავარი ფუნქცია იქნება ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენება ბიზნესში არსებული პრობლემების შესახებ.

 

“თუ რომელიმე ჩინოვნიკი წარსულს შეგახსენებთ, რეაგირება იქნება მყისიერი, ამიტომ იქნება ბიზნესომბუდსმენი, ან რაც გინდათ, ის დავარქვათ,”- განაცხადა ივანიშვილმა.

 

რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე გახარიას კანდიდატურას, პრემიერის თქმით, გიორგი გახარიას მიღებული აქვს განათლება უცხოეთში, გენერალურ მენეჯერად მუშობდა სხვადასხვა ბიზნესკომპანიაში.

 

“მას ბიზნესის ენა კარგად ესმის.”

 

ივანიშვილის თქმით, მისი კონკრეტული ფუნქციების შესახებ ჯერ ჩამოყალიბებული არაფერია და უმჯობესი იქნება ეს საკითხი ბიზნესმენებთან ერთად გადაწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი